IT პროექტების მენეჯერი

თარიღი: 31 Jul 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას UGT Cloud მიმართულებით IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები. 

UGT Cloud კომპანიის სწრაფად მზარდი მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურას, ქლაუდ სერვისებს, სერვერულ, ქსელურ, მონაცემთა შენახვისა და სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს.

 

პოზიციის შესახებ

 

პროექტების მენეჯერის პოზიცია პროფესიული განვითარებისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. თქვენ იმუშავებთ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მრავალ საინტერესო პროექტზე. კომპანია ხელს შეგიწყობთ პროფესიული დონის ამაღლებაში და კარიერულ წინსვლაში.


IT პროექტების მენეჯერი უხელმძღვანელებს UGT Cloud-ის შიდა და ონბორდინგ პროექტებს. შიდა პროექტები მოიცავს UGT Cloud ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ტექნიკური სამუშაოებისა და ცვლილებების მართვას, ხოლო  ონბორდინგ პროექტები მოიცავს UGT Cloud სერვისების მიწოდებისათვის დამკვეთის გარემოს მომზადებას, ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და მოწყობას, მიგრაციას და მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოების კოორდინაციას.


პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტების მართვას — როგორც სტანდარტული სერვისების დანერგვასა და მიგრაციას, ისე დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული ქლაუდ გადაწყვეტების შექმნასა და მიწოდებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• პროექტების მართვა შემდეგი მიმართულებით: სასერვერო ინფრასტრუქტურა, ქსელური ინფრასტრუქტურა, ვირტუალიზაციის სისტემები,  უსაფრთხოების სისტემები,  მონაცემთა შენახვის სისტემები, მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის სისტემები, მონიტორინგის, ლოგირების და ალერტინგის სისტემები;
• პროექტის მიზნების, სამუშაოების, ვადებისა და შედეგების დაგეგმვა და მართვა. პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენა;
• პროექტის შესრულებისთვის საჭირო რესურსების დადგენა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება;
• პროექტის დაგეგმვისა და მართვის მიზნით სხვადასხვა შეხვედრების, მოლაპარაკებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
• პროექტის დაგეგმვასა და შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
• პროექტის ყველა ეტაპის შესრულებისა და ვადების მონიტორინგი; 
• პროექტის რისკების, პრობლემების, ცვლილებებისა და ანგარიშგების  მართვა;
• პროექტში ჩართული მხარეების მოლოდინების მართვა, მათი ინტერესების დაბალანსება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
• პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინაცია.

პროფესიული მოთხოვნები

 

• პროექტის მართვის მითოლოგიების ცოდნა და მართვის გამოცდილება;
• Microsoft Office-ის საოფისე პროგრამების ცოდნა. პროექტების მართვის პროგრამებთან, მაგალითად Microsoft Project, Jira ან სხვა მსგავს სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
• მონაცემთა ცენტრების და ქლაუდ ინფრასტრუქტურის ძირითადი პროდუქტებისა და სერვისების საბაზისო ცოდნა, მათ შორის: სერვერები, მონაცემთა შენახვის სისტემები, ქსელები, ვირტუალიზაცია, ინფორმაციული უსაფრთხოება, ქლაუდ სერვისები.

 

განათლება

 

• სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ენები

 

•    ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
•    სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სამუშაო გამოცდილება

 

•    IT პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

დროის ეფექტიანად მართვა
ეფექტური კომუნიკაცია
ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისება
სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
პრიორიტეტების განსაზღვრისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
 

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
 

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 31 აგვისტოს ჩათვლით.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!