იუჯითი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელიც 26 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

 

 

იუჯითის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში. ჩვენ გაგვაჩნია ტექნოლოგიების და კომპეტენციების სრული სპექტრი, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად. კერძო და საჯარო ორგანიზაციებში ვნერგავთ როგორც IT ინფრასტრუქტურულ სისტემებს, ასევე ფრონტალურ ბიზნეს-აპლიკაციებს, ხოლო, საკუთარი დატა ცენტრის მეშვეობით, ორგანიზაციებს ვაწვდით Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ უახლეს ქლაუდ სერვისებს.

 

 

წლების განმავლობაში იუჯითიმ შეიმუშავა სერვისები და გადაწყვეტები, რომლებიც მორგებულია მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების საჭიროებებზე, აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ინარჩუნებს მოქნილობას თანამშრომლობის პროცესში. დღეს კომპანიას აქვს პროდუქტების, სერვისების და გადაწყვეტების ფართო არჩევანი ნებისმიერი ზომისა და ტიპის ორგანიზაციისთვის. იუჯითიმ არაერთი მასშტაბური და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

 

უნიკალური ექსპერტიზით და საუკეთესო გამოცდილებით კი, კომპანიამ მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობა მოიპოვა. დღეს ჩვენ გვყავს 70-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი და ვაგრძელებთ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების შენარჩუნებას. მათ შორისაა HPE, Dell Technologies, Acer, HP, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა ცნობილი კორპორაციები. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, მივიღეთ მრავალი ჯილდო ჩვენი ვენდორებისგან, როგორებიცაა ყველაზე ინოვაციური პარტნიორი, წლის საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო კომპეტენციის მქონე პარტნიორის ჯილდო.