ქლაუდ აპლიკაციის ადმინისტრატორი

თარიღი: 2 Jul 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას ქლაუდ აპლიკაციის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

იუ-ჯი-თი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

სამუშაოს მიზანი

 

ქლაუდ აპლიკაციის ადმინისტრატორის ამოცანაა ქლაუდ სერვისების მიწოდების ავტომატიზაციის პლატფორმის (SaaS ტიპის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლებისთვის ქლაუდ სერვისების მიწოდების ავტომატიზაციას, პლატფორმის მომხმარებლების მართვას და ბილინგის პროცესების ავტომატიზაციას) კონფიგურაცია, მართვა და საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• პლატფორმების კონფიგურაცია - პლატფორმის ძირითადი მახასიათებლების, უსაფრთხოების კომპონენტების, სარგებლობის წესების/პოლიტიკების და სხვა ძირითადი ფუნქციების კონფიგურაცია. პლატფორმის ადმინისტრატორების რეგისტრაცია და უფლებების მართვა.  პლატფორმის მოდულების გამართულად ფუნქციონირების მხარდაჭერა;
• პროცესების კონფიგურაცია - პლატფორმაზე პროცესების ავტომატიზაციის ფუნქციონალის მეშვეობით მომხმარებელთა რეგისტრაციის, სერვისების მიწოდების, მომხმარებელთა ბალანსის მართვის, ინვოისების, შეტყობინებების, ბილინგის, კლიენტის უფლებების მიცემის/შეზღუდვების, კლიენტის ანგარიშების მართვის პროცესების  კონფიგურაციების გატარება;
• პროდუქტების და სერვისების მართვა - პლატფორმაზე ქლაუდ პროდუქტების და კატალოგების შექმნა, კონფიგურაცია და მართვა. სერვისებით სარგებლობის სცენარების და პროცესების კონფიგურაცია; 
• ბილინგის პროცესების მართვა - მომხმარებლის მიერ პლატფორმის სარგებლობის ღირებულების კალკულაციის, ბილინგის მეთოდების, ინვოისების პროცესების და ბალანსის მართვის/ შევსების, ღირებულების გადახდის მეთოდებისა და პროცესების კონფიგურაცია;
• მომხმარებლის მართვა -  პლატფორმის მომხმარებელთა ანგარიშების სიცოცხლის ციკლის მართვა, როგორიცაა - რეგისტრაცია, ვერიფიკაცია, უფლებების მინიჭება, რესურსული და ფინანსური ლიმიტების მართვა, ბილინგის ციკლის მართვა, მომხმარებლის ანგარიშების შეჩერება და გაუქმება;
• მარკეტინგული აქტივობების კონფიგურაცია - პლატფორმებზე პრომო კოდების, აქციების, ფასდაკლებებისა და საცდელი გამოყენების პროცესების კონფიგურაცია და მართვა;
• ცოდნის ბაზა - პლატფორმის ცოდნის ბაზის კონფიგურაცია. აპლიკაციის სარგებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი არტიკლების ცოდნის ბაზაში რეგისტრაცია.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

• კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა: კომპიუტერულ პროგრამებთან და ვებ-აპლიკაციებთან მუშაობის კარგი უნარები;
• ინტერნეტ-ტექნოლოგიების ზოგადი აღქმა: ელემენტარული წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ვებ-საიტები და ონლაინ სერვისები (სასურველია ქლაუდ ტექნოლოგიების ზოგადი პრინციპების გაგება);
• ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება: ციფრებთან, ლიმიტებთან და მარტივ გამოთვლებთან მუშაობის უნარი (საჭიროა მომხმარებელთა ბალანსის, ტარიფებისა და ფასდაკლებების მართვისთვის);
• დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი: ტექსტური ინფორმაციის კარგად დამუშავებისა და მარტივი, გასაგები ინსტრუქციების (ინფორმაციული სტატიების) შექმნის უნარი.

 

 

განათლება

 

• სასურველია უმაღლესი განათლება, თუმცა განიხილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტიც.

ენები

 

• აუცილებელია ქართული ენაზე  გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
• ინგლისური ენა — ტექნიკურ დონეზე ცოდნა(პროგრამების ინტერფეისების და ინსტრუქციების თავისუფლად წაკითხვისა და გაგების უნარი). 

კომპეტენციები

ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
პრობლემების ანალიზის უნარი
სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
მოტივირებული, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 2 აგვისტოს ჩათვლით.


მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!