სტაჟიორი HR-ის მიმართულებით
თარიღი: 3 Jun 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია “UGT” აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას HR მიმართულებაში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საფუძვლიანად შეისწავლონ HR პროცესები.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• ვაკანსიების გამოქვეყნება, რეზიუმეების (CV) გადარჩევა, კანდიდატებთან გასაუბრებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
• ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის (Onboarding) პროცესში მონაწილეობა;
• თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
• შიდა ღონისძიებების, ტრენინგებისა და გუნდური (Team Building) აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
• Sap Successfactors-ის HR მოდულების დანერგვაში მონაწილეობა;
• HR-ის მიმართულებით საჭირო რეპორტების მომზადება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დამატებითი ინფორმაცია
• მეგობრული, პროფესიონალური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
• სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების პერსპექტივა;
• ჯანმრთელობის დაზღვევა.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!