სერვის ინჟინერი (საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებით)
თარიღი: 6 Feb 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებაში, სერვის ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი
სერვის ინჟინერი პასუხისმგებელია კომპანიის მიერ მიწოდებული ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟზე, დიაგნოსტიკაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და გაუმართაობების დროულ აღმოფხვრაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და შეკეთება;
• პრევენციული ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
• მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მოწყობილობის სწორი გამოყენებისა და ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით;
• ტექნიკური დოკუმენტაციის, სერვის ანგარიშების და აქტების შევსება;
• სათადარიგო ნაწილების საჭიროების იდენტიფიცირება;
• უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა სამუშაო პროცესში;
• საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• ელექტრო/ მექანიკური სისტემების საბაზისო ცოდნა;
• ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი;
• კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
განათლება
• პროფესიული განათლება ინჟინერიაში / ტექნიკურ მიმართულებაში (დიპლომი არ არის სავალდებულო);
სამუშაო გამოცდილება
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 6 მარტის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!