სამეურნეო სპეციალისტი

თარიღი: 17 Apr 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• ოფისში შემოსული საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის საწყობში მიტანა;
• საოფისე და საკანცელარიო ინვენტარის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
• სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, საჭირო მასალებით მომარაგება და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება; 
• სასმელი წყლის მარაგების მიღება და დასაწყობება; ოფისში არსებული დისპენსერების შევსება და მათი გამართული მუშაობის ზედამხედველობა;
• ოფისში არსებული დაზიანებების აღმოჩენა და ოპერატიული რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა ან შესაბამისი სამსახურების ინფორმირება);
• ოფისში არსებული გათბობა-კონდიცირების სისტემების მონიტორინგი, მოვლა და შეკეთება;
• მიღებული დავალებების შესრულების მიმდინარეობისა და სტატუსის შესახებ ხელმძღვანელის პერიოდული ინფორმირება;
• კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გამოცდილება

 

სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები

• შრომისმოყვარე;
• პუნქტუალური;
• პასუხისმგებლიანი.

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 17 მაისის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!