საბანკო ტექნოლოგიების სამსახურის ტექნიკური ინჟინერი
თარიღი: 27 May 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე, საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებით.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• ფულის დამუშავების აპარატების და სწრაფი ჩარიცხვის კიოსკების მექანიკური კვანძების ინსპექტირება, დაშლა, გასუფთავება, შეცვლა, აწყობა;
• ფულის დამუშავების აპარატების და სწრაფი ჩარიცხვის კიოსკების ელექტრული ნაწილის პირველადი დიაგნოსტიკა, შეერთებების ინსპექტირება, ელექტრონული კვანძების შეცვლა;
• ფულის დამუშავების აპარატების და სწრაფი ჩარიცხვის კიოსკების ელექტრონულ მენიუში გარკვევა და ცვლილებების შეტანა;
• აპარატების მექანიკური დასუფთავება;
• სამუშაოს შესრულება ოფისის გარეთ, კლიენტის ლოკაციებზე (გასვლითი სამუშაოები).
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა (აპარატების მენიუში ორიენტაციისა და ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად);
• საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).
განათლება
• სასურველია ტექნიკური განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო სრულდება ოფისის გარეთ, კლიენტის ლოკაციებზე.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 27 ივნისის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!