რეცეფციის თანამშრომელი (ადმინისტრაციული ასისტენტი)

თარიღი: 9 Feb 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

თუ გსურთ დაიწყოთ კარიერა დიდ და თანამედროვე კომპანიაში, მიიღოთ პირველი გამოცდილება, შეიძინოთ ახალი ცოდნა და განვითარდეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიაში — ეს პოზიცია თქვენთვისაა.

 

კომპანია UGT-ში ვაცხადებთ ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

რას ველით კანდიდატისგან ?

 

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოთ:

•  თავაზიანი და კომუნიკაბელური;
•  პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული;
•  დეტალებზე ორიენტირებული;
•  და რაც მთავარია — გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

•  სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
•  ვიზიტორებზე და თანამშრომლებზე დროებითი საშვის გაცემა / დაბრუნების აღრიცხვა და დღის განმავლობაში გაცემული ბარათების შესახებ ინფორმაციის მიწოდება HR დეპარტამენტთან;
•  შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან გადამისამართება;
•  შემოსული ზარების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
•  ელექტრონულ ფოსტაზე თანამშრომელთა მხრიდან შემოსული წერილების კონტროლი და უკუკავშირი/მხარდაჭერა;
•  ტაქსის აპლიკაციაში თანამშრომლის ნომრის დამატება;
•  თანამშრომლების მიერ ტაქსის სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
•  საწვავის ბარათების გაცემა და აღრიცხვა;
•  კორესპონდენციის და ამანათების მიღება-ჩაბარების წარმოება, აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა;
•  შემოსული დოკუმენტაციის მიღება და გადაცემა შესაბამის პირებზე;
•  ხელმძღვანელისთვის განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშის გაგზავნა;
•  კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.

ენები


• აუცილებელია  ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება

 

• სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 9  მარტის  ჩათვლით.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!