კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი

Date: 7 Sep 2024

Location: თბილისი, GE, 0179

Company: ugtltd

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• ბაზრის შესწავლა, როგორც მიზნობრივი სეგმენტის, ასევე მსგავსი პროდუქტების / სერვისების მიმწოდებელი კონკურენტების ჭრილში;
• გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა / კონტროლი;
• კლიენტის მოძიება;

• სისტემაში მონაცემების ასახვა, განახლება / კონტროლი;
• პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება (სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრები, პრეზენტაციები);
• კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა-შეთავაზება;
• ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა;
• კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა;
• პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება;
• მომწოდებლებთან ურთიერთობა;
• Microsoft-ის პროდუქტებისა და ლიცენზირების შესწავლა და სერტიფიკაცია;
• გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მენეჯმენტისთვის მიწოდება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

 

• აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel და MS Word;

• სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტების ზოგადი ცოდნა;

• სასურველია CRM სისტემის ცოდნა.

განათლება

 

• სასურველია უმაღლესი განათლება.

ენები

 

• ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.

 

სამუშაო გამოცდილება

 

• აუცილებელია კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

კომპეტენციები

• სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობა;
• შრომისმოყვარეობა;
• ორგანიზებულობა;
• ენერგიულობა;
• პრეზენტაბელურობა.

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!