კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

თარიღი: 27 Jul 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას საპროდუქტო გაყიდვების სამსახურში, კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
 
 

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
• არსებულ კორპორატიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
• გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების სტრატეგიის განსაზღვრა;
• გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება;
• ბაზრის შესწავლა, მონიტორინგი და ანალიზი;
• ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და რეპორტინგის წარმოება გაყიდვების შედეგებზე;
• კომპანიის პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე მუშაობა;
• კომპეტენციის ფარგლებში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

 

• Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა

 

განათლება

 

• უმაღლესი განათლება

ენები

 
• სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისურ და რუსულ ენებზე საქმიანი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი).

სამუშაო გამოცდილება

 

• სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (პრიორიტეტი მიენიჭებათ IT სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს).

კომპეტენციები

მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
გუნდურად მუშაობის უნარი
დროის ეფექტიანად მართვის უნარი
პუნქტუალური და ორგანიზებული

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 27 აგვისტოს ჩათვლით.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!