ინჟინერი BMS მიმართულებით

თარიღი: 9 Nov 2024

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას  BMS მიმართულების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• ელექტროობის და შენობის მართვის სისტემების მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება (solution) და პროექტის მომზადება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
• კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა;
• პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
• ელექტროობის და შენობის მართვის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
• საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად;
• პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
• ობიექტზე სისტემების პროექტირება, გამართვა და კონფიგურაცია;
• ელექტრო და BMS სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლებისა და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
• ელექტროობისა და BMS-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
• ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

განათლება

 

• განათლება ტექნიკური მიმართულებით;

ენები

 

• ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო გამოცდილება

 

• მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

კომპეტენციები

• დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
• ინფორმაციის / მონაცემთა ანალიზის უნარი;
• როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
• მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი.

დასაქმების პირობები

 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 20 დეკემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!