გაყიდვების მენეჯერი

თარიღი: 5 May 2024

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ელექტროობის და შენობების მართვის სისტემების დეპარტამენტში.

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
• გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა / კონტროლი;
• პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე;
• პირველადი პროექტის მახასიათებლების და საჭირო კომპონენტების შესახებ ინფორმაციის დასამუშავებლად ინჟინერ-პროექტანტებთან კონსულტაცია;
• პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის შედგენა;
• პროდუქტების განფასება;
• კლიენტზე მორგებული პროდუქტის, მომსახურების მომზადება და შეთავაზება;
• ოპერაციების სამსახურისთვის, პროექტის სრული ტექნიკური დეტალების და ხელშეკრულების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• პროექტის განხორციელების პერიოდში კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია;
• კლიენტებისგან მიღებული შეკვეთების დროული შესრულება;
• მიმდინარე პროექტების შესრულების ზედამხედველობა;
• ახალი მომწოდებლების მოძიება და არსებულებთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნება;
• მომწოდებლებთან პროდუქტის შესყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოება;
• ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.
 

ენები

 

• აუცილებელია ქართული ენის გამართულად, ხოლო ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა.
 

კომპიუტერული უნარები

 

• აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
 

სამუშაო გამოცდილება

 

• სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

შედეგზე ორიენტირებულობა
დროის ეფექტიანად მართვის უნარი
მოლაპარაკებების წარმართვის უნარი

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
 

კომპენსაცია

 

ანაზღაურება ფიქსირებული, საბონუსე სქემა შეთანხმებით

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
 

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 7 აგვისტოს ჩათვლით.
 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!