გაყიდვების მენეჯერი (UGT Cloudforce)
თარიღი: 9 Jun 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
იუჯითი ქლაუდფორსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილების მქონე, შედეგზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც გააჩნია IT სისტემების / სერვისების წარმატებული გაყიდვების ისტორია, განსაკუთრებით კი საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებთან მუშაობის მიმართულებით.
თუ გაქვთ ინტერესი თანამედროვე IT ტექნოლოგიების მიმართ, შეგიძლიათ დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სურვილი გაქვთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ქლაუდ პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების პროცესში, შესაძლოა სწორედ თქვენ იყოთ ის კანდიდატი, რომელსაც ვეძებთ.
კომპანიის შესახებ
იუჯითი ქლაუდფორსი წარმოადგენს საქართველოს IT ბაზრის ლიდერი ორგანიზაციის, იუჯითი ჯგუფის შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვპარტნიორობთ როგორც გლობალურ ქლაუდ პროვაიდერებთან (AWS), ასევე ლოკალურ პროვაიდერებთან (UGT Cloud) და ვეხმარებით საშუალო-მსხვილი ზომის ორგანიზაციებს თანამედროვე ქლაუდ ტექნოლოგიების და სერვისების შეძენა-გამოყენებაში მათი მიზნებისა და ამოცანების გადასაწყვეტად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
• კლიენტების IT საჭიროებების გამორკვევა და ჩვენი ქლაუდ სერვისების მეშვეობით მათთვის გადაწყვეტის შეთავაზება;
• მოლაპარაკებების კონკურენტუნარიანად წარმართვა და გაყიდვების წარმატებით დახურვა;
• კლიენტებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების აწყობა;
• გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების მიღწევა;
• კომპანიის ბიზნესის განვითარების და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
• კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;
• მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გვერდით;
• პროფესიული ზრდისა და მუდმივი განვითარების კარგ შესაძლებლობას;
• სამედიცინო დაზღვევას, კომფორტულ საოფისე გარემოს და კარიერული წინსვლის საშუალებას.
დამატებითი ინფორმაცია
განაცხადების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის. ვაკანსია დაიხურება მხოლოდ შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემდეგ.