გაყიდვების განვითარების სპეციალისტი

თარიღი: 30 Jul 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს აპლიკაციების სამსახურში, გაყიდვების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
 

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• ბაზრის კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება/იდენტიფიცირება Cold Calling-ის, მეილისა და LinkedIn/სოციალური ქსელების საშუალებით;
• გაცნობითი ზარების/შეხვედრების ორგანიზება;
• SAP-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების საპრეზენტაციო მასალების მომზადება პოტენციური კლიენტებისთვის;
• პირველადი კომუნიკაციის ეტაპზე პროდუქტის/გადაწყვეტილების ძირითადი ღირებულებისა და უპირატესობების ეფექტურად წარდგენა ;
• პოტენციული კლიენტების საბაზისო საჭიროებების ანალიზი და შესაბამისობის შემოწმება;
• დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი პროცესის მართვა მათი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით;
• აქტივობების, ლიდისა და შესაძლებლობის აღრიცხვა CRM სისტემაში;
• ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშგება ლიდების  რაოდენობაზე, კონვერსიის მაჩვენებლებზე და Pipeline-ის მდგომარეობაზე;
• Pipeline-ის მეტრიკების მონიტორინგი და გაზიარება;
• მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია კამპანიების ეფექტურობის შეფასებისა და შედეგებზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით;
• SAP-ის პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და კონკურენტული პოზიციონირების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
• ყოველთვიური/კვარტალური მიზნების შესრულება;
• გრძელვადიან პერსპექტივაში , SAP პროდუქტების/სერვისების ბაზრის წილის ზრდაში წვლილის შეტანა;
• ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ამოცანების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

 


• გაყიდვების მეტრიკებისა და Pipeline მართვის პრინციპების ცოდნა;
• ERP სისტემების ზოგადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

განათლება

 

• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, IT-ის ან შესაბამის სფეროში;
• სასურველია ტექნოლოგიური/ბიზნეს სისტემების მიმართულებით განათლება ან გამოცდილება.

ენები

 

• აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება

 

• CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება;

• LinkedIn და ციფრული გაყიდვების ინსტრუმენტების გამოყენება ჩაითვლება უპირატესობად.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი
როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
ბიზნეს პროცესებისა და მოთხოვნების ანალიზი
დროის ეფექტიანად მართვა
ინიციატივების გამოჩენა

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 30 აგვისტოს ჩათვლით.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!