IT ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწე

თარიღი: 28 Sep 2024

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას IT ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• თანამშრომლების IT ტექნიკით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნაზე რეაგირება;

• ტექნიკის გაცემა თანამშრომელზე, არსებული მარაგიდან ან საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის შეთანხმება ადმინისტრაციულ მენეჯერთან;
• ტექნიკის შეძენის, გაცემის ან/და გადაადგილების პროგრამულად ასახვა;
• RS.ge პორტალზე ინფორმაციის სისწორის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელთან დაკავშირება;
• IT პროდუქციის, ელ. წიგნების გამოწერა უცხოური საიტებიდან, საწყობში მიტანისა და სწორი აღრიცხვის კონტროლი;
• IT საწყობის მართვა - ტექნიკის მიღება, აღრიცხვა, ჩამოწერა, ტრანსფერი და ა.შ.
• კომპანიის ობიექტებზე,  IT-ის ძირითადი საშუალებებისა და საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
• კორპორაციული ტელეფონების აღრიცხვა / კოორდინაცია, თანამშრომლებზე კორპორაციული სიმ ბარათების გაცემა, კორპორაციულ სისტემაში ჩართვის უზრუნველყოფა;
• კომპანიის პორტალზე ინფორმაციის ატვირთვა;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

 

•  Microsoft Office (Word, Excel, Outlook);

• სასურველია Microsoft Navision ან რომელიმე ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

განათლება

 

• უმაღლესი განათლება;

ენები

 

• აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა.

კომპეტენციები

• კომპლექსური აზროვნების უნარი;
• დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
• ორგანიზებული;
• პასუხისმგებლიანი.

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 29 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!