ინჟინერ-ოპერატორი

თარიღი: 3 Nov 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ოპერატორის პოზიციაზე.
 

კომპანიის შესახებ

 

“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• სერვის-ცენტრის მომხმარებლებთან შეხვედრა და სატელეფონო კომუნიკაცია;
• სერვის-ცენტრში შემოსული ელექტრონული შეტყობინებების მართვა და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება;
• სერვის-ცენტრში შემოსული საგარანტიო ან/და არასაგარანტიო ტექნიკის მიღება, საჭიროების შემთხვევაში დაზიანების/ხარვეზის გამომწვევი მიზეზის სწორად იდენტიფიცირება (დიაგნოსტირება), ნაწილების შეცვლა/შეკეთება;
• კლიენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკის ვიზუალური დათვალიერება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
• კლიენტთან კომუნიკაცია (განსახორციელებელი პროცედურების/ საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ნაწილის გამოწერის კლიენტთან შეთანხმება);
• ინჟინრის მიერ შეკეთებული ტექნიკის გადამოწმება კლიენტისთვის გადაცემამდე;
• გასაცემი ტექნიკის/ნაწილების დახარისხება;
• სერვის-ცენტრის კლიენტ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ტექნიკის/მომსახურების მიღება-ჩაბარების პროცესში;
• კლიენტებისთვის ტექნიკის ადგილზე მიწოდება;

• სატენდერო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შესაბამისად, კლიენტთან ტექნიკის ადგილზე ვიზუალური შემოწმება;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

 

• ინფორმაციული ტექნოლოგიების ზოგადი პრინციპების ცოდნა;

• MS Office პროგრამების ცოდნა;

• სასურველია Microsoft Nav-ის ცოდნა.

 

განათლება

 

• სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

ენები

 

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

• სასურველია რუსული ენის ცოდნა.

კომპეტენციები

დროის მართვის უნარი;
სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
პუნქტუალური;
მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი.
ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 3 დეკემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!