პროდუქტის მენეჯერი - AI & Data მიმართულება

თარიღი: 29 Oct 2026

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

UGT Cloud-ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროდუქტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს AI და მონაცემთა სერვისების მიმართულებას (AI სამუშაო გარემოები, მოდელების გაშვებისა და API ინტეგრაციის სერვისები, მართვადი მონაცემთა ბაზები, Data Lake და Data Warehouse პლატფორმები), იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ინოვაციური პროდუქტების შექმნა, ბაზარზე ეფექტური პოზიციონირება და დეველოპერებისა თუ მონაცემთა სპეციალისტებისთვის მაღალი სტანდარტის ტექნოლოგიური გარემოს ჩამოყალიბება.

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და ახალი პროდუქტების კვლევა და ანალიზი;
• პროდუქტების სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
• შიდა ან გარე ინჟინერთა გუნდებთან კოორდინაცია იდეის რეალურ პროდუქტად გარდაქმნის პროცესში;
• პროდუქტის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, შედეგების შეფასება და უკუკავშირის საფუძველზე შემდგომი განვითარება;
• გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ახალი პროდუქტების შესაძლებლობების პოზიციონირებასა და ეფექტურ რეალიზაციაში.
 

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

 

• არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული ტექნიკური გამოცდილება ქლაუდის, AI-ის ან მონაცემთა სისტემების მიმართულებით;
• კლიენტის საჭიროებების გაგებისა და ტექნიკურ სპეციალისტებთან ეფექტური გადაწყვეტების განხილვის უნარი;
• ინტერესი როგორც ტექნოლოგიების, ისე მათგან შექმნილი ბიზნეს-ღირებულებისა და სარგებლის მიმართ;
• იდეების ჩამოყალიბების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და საერთო მიზნის გარშემო გუნდის მუშაობის ორგანიზების უნარი.
 

ენები

 

• ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
 

სამუშაო გამოცდილება

 

განხილებიან კანდიდატები ინჟინერიის, ტექნიკური არქიტექტურის, პროექტებისა თუ პროდუქტების მართვის გამოცდილებით. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატის პრაქტიკულ გამოცდილებას, ანალიტიკურ აზროვნებასა და პროდუქტის განვითარების მოტივაციას; თითოეულ დასახელებულ ტექნოლოგიაში ექსპერტული ცოდნა არ წარმოადგენს სავალდებულო წინაპირობას.

 

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

დამატებითი ინფორმაცია

 

რატომ UGT Cloud?

• UGT Cloud ქართული ბაზრის ლიდერია და ეს არის შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ და სწრაფად მზარდ სფეროში;
• საინტერესო პროექტები, მოწინავე ტექნოლოგიები და პროფესიონალების გვერდით მუშაობის შესაძლებლობა;
• პროფესიული განვითარება, შესაძლებლობა დაეუფლო ახალ ცოდნებს და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკაცია;
• კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები მიღწევებზე, ჯანმრთელობის დაზღვევა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

 

 

განაცხადების მიღება გაგრძელდება 29 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია შეიძლება დაიხუროს ვადამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში. 


მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!