სისტემური ინჟინერი
თარიღი: 19 May 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ინჟინრის პოზიციაზე, მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის სამსახურში.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• კლიენტის ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
• Data Center ინფრასტრუქტურული პროდუქტების (Rack, PDU, UPS, Cooling, Environmental Monitoring სისტემები) დანერგვა დამკვეთის გარემოში - მიწოდებული სისტემის ინსტალაცია, კონფიგურაცია და არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია;
• ინსტალირებული სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში მონაწილეობა;
• ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა (schematics, layouts, reports);
• ვენდორების (Schneider Electric, Rittal, ABB) პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესწავლა;
• საკვალიფიკაციო და საპარტნიორო სტატუსებისთვის საჭირო ტრენინგებზე დასწრება, შესაბამისი გამოცდების ჩაბარება და სერტიფიცირება;
• ტექნიკურ ჭრილში დამკვეთთან მოლაპარაკებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღება;
• პროექტის მიმდინარეობისას უფროსი ინჟინრების მხარდაჭერა.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• სასურველია, ზოგადი წარმოდგენა Data Center ინფრასტრუქტურულ პროდუქტებზე - Rack, PDU, UPS, Cooling, გარემოს მონიტორინგის სისტემები;
განათლება
• უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
ენები
• ინგლისური ენა;
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გამოცდილება
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო სისტემებში (დაბალი ძაბვის სისტემები) ჩაითვლება უპირატესობად.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
განაცხადების მიღება გაგრძელდება 19 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია შეიძლება დაიხუროს ვადამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!