საიტ მენეჯერი (ბათუმი)

თარიღი: 12 Mar 2026

მდებარეობა: ბათუმი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში საიტ მენეჯერის პოზიციაზე.
 

კომპანიის შესახებ

 

“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მართვა და მეთვალყურეობა;
• ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
• ობიექტისთვის მატერიალური/ადამიანური რესურსების მოთხოვნა/გადანაწილება;
• სამუშაოებისთვის საჭირო დამხმარე მასალის შეკვეთის მომზადება;
• სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წარმოშობილი ცვლილებების/დამატებების რეპორტების წარდგენა პროექტის მენეჯერისთვის;
• ობიექტზე დასაქმებულების/ქვეკონტრაქტორების ზედამხედველობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
• ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე პერიოდული რეპორტების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
• შესასრულებელი სამუშაოების ვადების კონტროლი;
• საწყობიდან გაცემული მასალის კონტროლი;
• უსაფრთხოების ოფიცერთან ერთად შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი.

 

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

 

• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
• შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
• საპროექტო და კონსტრუქციული ნახაზების  წაკითხვის/ანალიზის უნარი;
• სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

განათლება

 

• სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

 

სამუშაო გამოცდილება

 

• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები

დროის ეფექტიანად მართვის უნარი
ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავების და ანალიზის უნარი
დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
დეტალებზე ორიენტირებული
გუნდურად მუშაობის უნარი
პუნქტუალური და ორგანიზებული
პასუხისმგებლიანი

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 12 აპრილის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!