ტექნიკური გაყიდვების სპეციალისტი
თარიღი: 11 Feb 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• პოტენციური კლიენტების მოძიება და გაყიდვების პროცესის მართვა;
• კლიენტის მოთხოვნების ანალიზი (ტექნიკური და კომერციული);
• მზის სადგურის წინასწარი კონცეფციის შეთავაზება;
• ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პრესეილის ეტაპზე;
• კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
• მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტის გაფორმების მხარდაჭერა;
• ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი;
• გაყიდვების ანგარიშგება და KPI-ების შესრულება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია B2B მიმართულებით);
• მზის ენერგიის ან ენერგეტიკის სფეროს საბაზისო ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
• გამოცდილება მზის პანელების / PV სისტემების გაყიდვებში;
• ენერგოეკონომიკური ან ფინანსური გათვლების გაგება;
• ტექნიკური განათლება (ინჟინერია, ენერგეტიკა, IT).
ენები
• აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი , ხოლო ინგლისური ენის B1-B2 დონეზე ცოდნა.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 მარტის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!