საოფისე ოპერაციების მენეჯერი
თარიღი: 3 Feb 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას საოფისე ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• მომწოდებლებთან/კონტრაქტორებთან კომუნიკაცია და საჭირო სერვისების ორგანიზება;
• საოფისე ინვენტარისა და მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
• საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და შეკვეთების განხორციელება;
• ფასების შედარება და ოპტიმალური შეთავაზებების მოძიება;
• საოფისე ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური კონტროლი;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• შესყიდვების/მარაგების მართვის გამოცდილება;
• MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel, Word, Outlook) კარგი ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 3 მარტის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!