SAP SuccessFactors-ის კონსულტანტი
თარიღი: 22 Dec 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას SAP SuccessFactors-ის კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი
აღნიშნული პოზიციის მიზანია SAP SuccessFactors-ის დანერგვა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• SAP SuccessFactors-ის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესწავლა;
• პროექტების დაგეგმვაში და ვადების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა;
• პოტენციური კლიენტების მოთხოვნების შესწავლა, მათთვის პრეზენტაციის მომზადება, გაყიდვების მხარდაჭერა შეთავაზების მომზადების პროცესში;
• კლიენტის ბიზნეს-პროცესების შესწავლა და ფუნქციონალური მოთხოვნების აღწერა;
• SAP SuccessFactors-ის მოდულების დანერგვის (კონფიგურაცია, მოდიფიკაცია, ტესტირება, ადმინისტრირება, მხარდაჭერა) პროცესში მონაწილეობა;
• SAP SuccessFactors-ის მომხმარებლებისთვის ინსტრუქციების შექმნა და ტრენინგების ჩატარება;
• პროექტის დანერგვისას სისტემის რეალურ გარემოში გაშვების მხარდაჭერა;
• პროექტის გეგმის შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
• ბიზნეს-აპლიკაციების მიმართულების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• აუცილებელია HR პროცესების ცოდნა და მინიმუმ ერთი HR მოდულის დანერგვის გამოცდილება;
• SAP SuccessFactors-ის მოდულებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განათლება
• აუცილებელია უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით.
ენები
• აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
სამუშაო გამოცდილება
• ბიზნეს აპლიკაციების დანერგვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 22 იანვრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!