გაყიდვების უფროსი აღმასრულებელი
თარიღი: 7 Nov 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი აღმასრულებლის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• კლიენტების მოძიება და არსებული პორტფელის მართვა;
• კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესწავლა;
• ბაზრის ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიაში მონაწილეობა და ზრდაზე ორიენტირებული მიზნების შესრულება;
• გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი — კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება, მათთვის შეთავაზების შემუშავება და პრეზენტაცია, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
• კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულების პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
• მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
• გრძელვადიანი, სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება კლიენტებთან განმეორებითი გაყიდვების უზრუნველსაყოფად;
• გაყიდვების შედეგებისა და პროგნოზების შესახებ პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
• მონაწილეობა საკონსულტაციო შეხვედრებში, პრეზენტაციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებში;
• გაყიდვების პროცესისა და კლიენტებთან კომუნიკაციის ასახვა CRM სისტემაში;
• შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, ოპერაციები, ტექნიკური დეპარტამენტი) კოორდინაცია პროექტების ეფექტიანი მართვისთვის;
• კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ენები
• ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება
• ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 7 დეკემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!