AI განვითარების პროექტების მენეჯერი
თარიღი: 30 Oct 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას AI განვითარების პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• AI-ის გამოყენების შესაძლებლობების იდენტიფიცირება საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდისთვის, კომპანიის სერვისების და კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესებაში;
• AI განვითარების მიმართულებით კომპანიის საჭიროებების / მოთხოვნების იდენტიფიცირება, მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბება და გადაჭრის გზების მოძიება;
• AI განვითარების პროექტების ინიცირება, განხორციელების მიზანშეწონილების კვლევა (feasibility study), პროექტის საზღვრების, რესურსების და ბიუჯეტის ფორმირება, მენეჯმენტთან და დაინტერესებულ რგოლებთან შეთანხმება;
• პროექტის გუნდის ლიდერობა და პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა;
• AI ტექნოლოგიების, კომპეტენციების და რესურსების გარე მომწოდებლებთან მოლაპარაკება და შეთანხმება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე;
• ადგილობრივ AI ღონისძიებებში მონაწილეობა, დარგის განვითარების სიახლეების კვლევა და კომპანიის მიზნებისთვის მათი გამოყენების ინიცირება;
• კომპანიის სხვა რგოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა AI განვითარების მიზნების მიღწევისთვის.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• ბიზნეს პროცესების ანალიზის და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
• Software პროდუქტების შექმნის ან დანერგვის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
• პროექტებში ლიდერულ/მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია მონაცემთა მეცნიერების და AI/ML საფუძვლების ცოდნა;
• სასურველია AI მოდელებით ბიზნეს-ამოცანების გადაწყვეტის (AI მოდელების, ან AI აგენტების დანერგვის) პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.
ენები
• ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 30 ნოემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
