ქლაუდ პროდუქტებისა და გადაწყვეტების ხელმძღვანელი (CPO)
თარიღი: 22 Oct 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
ვეძებთ ქლაუდ პროდუქტებისა და გადაწყვეტების ხელმძღვანელს (Chief Product Officer), რომელმაც უნდა უზრუნველყოს UGT Cloud სერვისების სტრატეგიული განვითარება, საპროდუქტო გუნდების მართვა და ქლაუდ ბიზნესის ზრდა. ეს არის ლიდერის როლი — ადამიანის, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქტების მთლიან ხედვასა და სტრატეგიაზე, რომელსაც შეუძლია გუნდის შეკრება და მართვა, ბაზარზე შესაძლებლობების დანახვა, მათზე სწორად რეაგირება და კომერციული წარმატების უზრუნველყოფა.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• ქლაუდ სერვისების განვითარების სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების უზრუნველყოფა;
• პროდუქტებისა და გადაწყვეტების განვითარების მიმართულების ფორმირება და მართვა;
• ადგილობრივი ქლაუდ სერვისების ბაზრის, მომხმარებლების და კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
• პროდუქტების საჭიროებების კვლევის და ტექნიკური გადაჭრების მოძიების პროცესების ორგანიზება;
• კლიენტების საჭიროებებზე მორგებული სტანდარტული და უნიკალური გადაწყვეტების უზრუნველყოფა;
• სერვისების კონკურენტუნარიანი პორტფელის, ფასწარმოქმნისა და მომგებიანობის უზრუნველყოფა;
• მომწოდებლებთან, ვენდორებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;
• თანამშრომლობა ტექნიკურ, საოპერაციო და გაყიდვების გუნდებთან საერთო მიზნების მისაღწევად.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• IT ინფრასტრუქტურის, ვირტუალიზაციის, ქსელებისა და ქლაუდ ტექნოლოგიების ცოდნა;
• სტრატეგიული აზროვნების, ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარების ქონა;
• ლიდერული თვისებები, მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
• გამოცდილება პროდუქტული სტრატეგიების და Subscription სერვისების შემუშავება/დანერგვაში.
ენები
• ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება
• 5-10 წლიანი გამოცდილება IT / Cloud / Telecom ინდუსტრიაში, მათ შორის ლიდერულ პოზიციაზე.
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
რატომ UGT Cloud?
• შესაძლებლობა მართო UGT Cloud პროდუქტების მიმართულება და გავლენა მოახდინო ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე;
• სწრაფად მზარდი ინოვაციური სფერო, საინტერესო პროექტები და პროფესიონალ გუნდის წევრებთან ერთად მუშაობა;
• კონკურენტული ანაზღაურება, დამატებითი ბონუსები მიღწევებზე, მხარდაჭერა კომპანიისგან და ჯანმრთელობის დაზღვევა.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 22 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია შეიძლება დაიხუროს ვადამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!