ადმინისტრაციული ასისტენტი (რეცეფცია)

თარიღი: 26 Aug 2025

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის (რეცეფცია) პოზიციაზე.


თუ გაქვთ სიახლეების შესწავლის და განვითარების სურვილი ეს საუკეთესო შანსია, დაიწყოთ სასტარტო პოზიციით, გაეცნოთ კომპანიის შიდა პროცესებს და განვითარდეთ კარიერულად. კომპანია "UGT" მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

•  სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
•  ვიზიტორებზე და თანამშრომლებზე დროებითი საშვის გაცემა / დაბრუნების აღრიცხვა:
•  შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან გადამისამართება;
•  შემოსული ზარების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
•  ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა;
•  თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
•  ტაქსის აპლიკაციაში თანამშრომლის ნომრის დამატება;
•  თანამშრომლების მიერ ტაქსის სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
•  საწვავის ტალონების გაცემა და აღრიცხვა;
•  კორესპონდენციის და ამანათების მიღება / ჩაბარების წარმოება, აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა;
•  შემოსული დოკუმენტაციის დაფაილება / მოწესრიგება;
•  ხელმძღვანელისთვის განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშის გაგზავნა;
•  კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.

ენები

 

• ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება

 

• სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

კომპეტენციები

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• დროის მართვის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი.

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 26 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!