HVAC & Plumbing საიტ ინჟინერი
თარიღი: 19 Aug 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას HVAC & Plumbing საიტ ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი
საიტ ინჟინრის ფუნქცია-მოვალება მოიცავს HVAC და Plumbing მიმართულებით საინსტალაციო სამუშაოების კონტროლს ობიექტზე და შემდგომში ხარისხის კუთხით პერიოდულ რევიზიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• საინჟინრო გუნდთან და საიტ მენეჯერთან საბოლოო პროექტის ნახაზების განხილვა;
• სამონტაჟო ჯგუფებთან და საიტ მენეჯერთან პროექტის ნახაზების განხილვა და სამონტაჟო დეტალების დაზუსტება;
• სამონტაჟო სამუშაოების დეტალების დაზუსტების შემდეგ გეგმა-გრაფიკის შედგენა;
• პერიოდულობით ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
• პროექტის მენეჯერის მოთხოვნის შემთხვევაში, სამონტაჟო ჯგუფებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე სამუშაოების შესრულებაზე დასტური;
• პროექტის მიმდინარეობისას საინსტალაციო კუთხით წარმოქმნილ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, საჭიროების შემთხვევაში საინჟინრო გუნდთან შეთანხმება;
• საიტზე, ინსტალაციის კუთხით ნებისმიერი სახის ცვლილებების კონტროლი და საინჟინრო გუნდთან კოორდინაცია;
• საპროექტოს მხრიდან, მოთხოვნის შესაბამისად, სამუშაო მასალების მიწოდება As-Built ნახაზების სრულყოფილად დამუშავებისთვის;
• ქვეკონტრაქტორის შესრულებული სამუშაოს გადამოწმება პროექტთან ტექნიკური შესაბამისობის გათვალისწინებით;
• საქმიდან გამომდინარე ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებასთან.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
• შესაბამისი სერტიფიკატების წარდგენა;
• აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
განათლება
• სასურველია უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება
• აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 20 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!