გაყიდვების მხარდაჭერის უმცროსი ინჟინერი
თარიღი: 1 Aug 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ქლაუდ სერვისების მიმართულებით გაყიდვების მხარდაჭერის უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი
ვეძებთ მოტივირებულ გაყიდვების მხარდაჭერის უმცროს ინჟინერს, რომელიც ჩაერთვება UGT Cloud-ის მომხმარებლების მოთხოვნების იდენტიფიცირებასა და მათთვის ქლაუდ სერვისების შერჩევაში, ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან და გაუწევს მათ მხარდაჭერას ტექნიკურ ნაწილში. გარკვეული იქნება ქლაუდ სერვისების დეტალებში და მონაწილეობას მიიღებს ახალი სერვისების შემუშავებაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• მომხმარებელთა მოთხოვნების იდენტიფიცირება და მათთვის ქლაუდ სერვისების შერჩევა UGT-ის საინჟინრო გუნდთან ერთად;
• მომხმარებელთათვის შეთავაზების ტექნოლოგიურ-ფუნქციონალური ნაწილის პრეზენტირება, ქლაუდ სერვისების შეძენაში მათი დარწმუნების მიზნით;
• კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი მომხმარებლების მხარდაჭერა ქლაუდ სერვისების ტექნიკურ ნაწილში;
• ქლაუდ ტექნოლოგიებისა და სერვისების პოპულარიზაცია, კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება (ბლოგის არტიკლები, სოციალური ქსელები, ვებინარები, სემინარები);
• კომპანიის საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, ქლაუდ სერვისების დეტალებში კარგად გარკვევა და ახალი სერვისების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• IT სისტემების მოწყობის ზოგადი პრინციპებისა და კომპონენტების შესახებ საბაზისო ცოდნა: სერვერები, მონაცემთა სანახები, ქსელები, ვირტუალიზაცია, მონაცემთა რეზერვირება, უსაფრთხოება, საინჟინრო ინფრასტრუქტურა.
სასურველი პროფესიული ცოდნა:
• საჯარო ღრუბლოვანი პლატფორმების (AWS, Azure, GCP ან სხვა დიდი ვენდორი) საბაზისო ცოდნა;
• მონაცემთა სანახების არქიტექტურის და ტექნოლოგიების ცოდნა.
განათლება
• უმაღლესი ან შესაბამისი პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში.
ენები
• აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
სამუშაო გამოცდილება
• სასურველია მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
• საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
• სწრაფად განვითარების შესაძლებლობა;
• პროფესიული ტრენინგები და სერტიფიკაცია;
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• Fitpass.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 1 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!