სისტემური ადმინისტრატორი
თარიღი: 24 Jun 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი
ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის მართვა და ადმინისტრირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის, სისტემების მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული და ინფორმაციული მოთხოვნების მხარდაჭერა;
• ვირტუალური სერვერების მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების და ინფორმაციული მოთხოვნების მხარდაჭერა;
• სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის, სისტემების პერიოდული მიმოხილვა, არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიწოდება;
• სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
• სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
• სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებში და ოპტიმიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• Windows Server
• Active Directory
• Exchange Server
• Exchange Online (Office 365)
• DNS
• DHCP
• VMware vsphere (VMware ვირტუალიზაციის ინფრასტრუკტურა)
• Backup Solutions (Veeam, Symantec Backup exec)
• Monitoring system (PRTG, Zabbix )
• Spam Filtering
• File Server
სასურველი პროფესიული ცოდნა:
• Linux Server
• Windows PKI
• Microsoft 365 Teams
• WSUS
განათლება
• უმაღლესი განათლება
ენები
• აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• სასურველია რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება
• აუცილებელია სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 24 ივლისის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!