ქლაუდ სერვისების დოკუმენტატორი

თარიღი: 8 May 2025

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ქლაუდ სერვისების დოკუმენტატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

სამუშაოს მიზანი

 

ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ქლაუდ სერვისების დოკუმენტატორს, რომელიც უზრუნველყოფს ქლაუდ პროდუქტების მაღალი ხარისხის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნას და განახლებას. შერჩეული კანდიდატი იმუშავებს პროდუქტის მფლობელებთან, ინჟინრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შექმნას სრულყოფილი დოკუმენტაცია ქლაუდ სერვისებისათვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და განახლება:
• ქლაუდ სერვისების ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და რეგულარული განახლება;
• დოკუმენტაციის ტიპების განსაზღვრა (მაგ: მომხმარებლის სახელმძღვანელოები, API დოკუმენტაცია, ინსტალაციის გზამკვლევები, პროცედურული დოკუმენტაცია, ხშირად დასმული კითხვები);
• ინფორმაციის მოპოვება საინჟინრო გუნდისა და პროდუქტის მფლობელებისაგან.

ქლაუდ სერვისების სიღრმისეული გაგება:
• კომპანიის მიერ შეთავაზებული ყველა ქლაუდ სერვისის (მაგ: გამოთვლითი რესურსები, შენახვის სერვისები, ქსელური სერვისები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.) საფუძვლიანი ცოდნა;
• თითოეული სერვისის დაყენების, კონფიგურაციის, გამოყენებისა და პრობლემების აღმოფხვრისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
• ქლაუდ სერვისებთან დაკავშირებული პროცესების აღწერა და დოკუმენტირება.

თანამშრომლობა და კომუნიკაცია:
• მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის მფლობელებთან, ინჟინრებთან, ტესტირების გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტაციის მოთხოვნების განსაზღვრისა და შინაარსის დასაზუსტებლად;
• რეგულარული კომუნიკაცია გუნდთან დოკუმენტაციის სტატუსის შესახებ.

.

ხარისხის უზრუნველყოფა:
• დოკუმენტაციის სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა;
• რედაქტირება და კორექტირება დოკუმენტაციის საბოლოო ვერსიების გამოქვეყნებამდე;
• უკუკავშირის მიღება და დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენება:
• დოკუმენტაციის შესაქმნელი და სამართავი სხვადასხვა ინსტრუმენტისა და პლატფორმის გამოყენება (მაგ., Confluence, Markdown, GitBook და ა.შ.).
 
მუდმივი სწავლა და განვითარება:
•  ქლაუდ ტექნოლოგიების სიახლეების მუდმივი შესწავლა;
• დოკუმენტაციის საუკეთესო პრაქტიკებისა და სტანდარტების გაცნობა და მათი გამოყენება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები


• Markdown-თან, AsciiDoc-თან ან სხვა markup ენებთან მუშაობის გამოცდილება;
• ზოგადი ცოდნა ქლაუდ სერვისების შესახებ (IaaS, PaaS, SaaS);
• დოკუმენტაციის გენერატორებთან (მაგ. Sphinx, Jekyll) მუშაობის გამოცდილება;
• პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესების საბაზისო გაგება;
• Git-თან და ვერსიების კონტროლის სხვა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება .

განათლება

 

უმაღლესი ან შესაბამისი პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში.

 

ენები

 

• ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სამუშაო გამოცდილება

 

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები

• დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
• პრობლემების კომპლექსური ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
• ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• კომუნიკაციის და კოლაბორაციის უნარები;
• მულტითასქინგის უნარი;
• ამოცანების დაგეგმვისა და შესრულების პროცესის ეფექტურად მართვა;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

• საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
• პროფესიული ტრეინინგები და სერტიფიკაცია;
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• Fitpass.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 8 ივნისის ჩათვლით.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!