საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

თარიღი: 27 May 2025

მდებარეობა: თბილისი, GE, 0179

კომპანია: UGT

ვაკანსიის აღწერა

 

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

 

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობისა და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

• მიმდინარე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეკვეთების განთავსება და მიღება;
• შემოსული პროდუქტების კომპანიის ბალანსზე აყვანის უზრუნველყოფა;
• მომწოდებლებთან ანგარიშწორების შესაბამის ვადებში განხორციელების კონტროლი;
• შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
• შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება;
• პროექტისთვის დაქირავებულ კონტრაქტორებთან ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა და ანგარიშსწორების კონტროლი;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ენები

 

• აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; 
• სასურველია რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება

 

• აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• აუცილებელია ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები

• გუნდური მუშაობის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• კომპლექსური აზროვნების უნარი;
• დროის მართვის უნარი;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
• ორგანიზებული;
• პასუხისმგებლიანი.

დასაქმების პირობები

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

 

ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 29 ივნისის ჩათვლით.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!