პროექტების მენეჯერი
თარიღი: 27 May 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ელექტროობა/ HVAC/ MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• პროექტების დაგეგმვა, მართვა და ყველა ეტაპის შესრულების მონიტორინგი;
• კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა;
• პროექტებთან/ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მოგვარება;
• პროექტის ფარგლებში კლიენტებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა;
• პროექტის დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში დასრულების კონტროლი;
• პროექტის ფარგლებში შესაბამისი პროდუქციის / სერვისების მიწოდების კოორდინირება;
• პროექტის რისკების დროული იდენტიფიკაცია და მართვა;
• პროექტის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ რეპორტინგი.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა და მართვის გამოცდილება;
• შემდეგი პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Excel, PowerPoint, Outlook, Project.
განათლება
• უმაღლესი განათლება
ენები
• ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
სამუშაო გამოცდილება
• ელექტროობისა და HVAC/MEP პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 29 ივნისის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!