პროექტების ანგარიშგების კოორდინატორი
თარიღი: 10 Jan 2026
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ანგარიშგების კოორდინატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება;
• სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის ნაწილის მომზადება;
• გაყიდვების მენეჯერთან ერთად ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
• მჭიდრო თანამშრომლობა მომწოდებლებთან და შიდა გუნდებთან (საინჟინრო, გაყიდვების, პროექტების მართვისა და შესყიდვების მიმართულება).
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office);
ენები
• სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო გამოცდილება
• სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (საინჟინრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 9 თებერვლის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!