ინჟინერი ელექტროობის მიმართულებით
თარიღი: 2 Nov 2024
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის მიმართულების ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• ელექტროობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება (solution) და პროექტის მომზადება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
• კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა;
• პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
• ელექტროობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
• საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად;
• პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
• ობიექტზე სისტემების პროექტირება, გამართვა და კონფიგურაცია;
• ელექტრო სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლებისა და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
• ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• საინჟინრო პროგრამების ცოდნა (EPLAN, AUTOCAD, REVIT, DIALUX);
• დაბალი ძაბვის ქსელში ძაბვის დანაკარგების ანგარიში;
• ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა.
განათლება
• უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
ენები
• ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო გამოცდილება
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 9 დეკემბრის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!