BMS პროდუქტების მფლობელი
თარიღი: 6 Jun 2025
მდებარეობა: თბილისი, GE, 0179
კომპანია: UGT
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ქლაუდ სერვისების მიმართულებით BMS პროდუქტების მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
“იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი
ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ Product Owner-ს, რომელიც უხელმძღვანელებს ჩვენს ფიზიკურ სერვერებზე და მათ კლასტერებზე დაფუძნებულ პროდუქტების ხაზს. შერჩეული კანდიდატი იქნება პასუხისმგებელი პროდუქტის სტრატეგიის შემუშავებაზე, მის განვითარებასა და წარმატებულ ფუნქციონირებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
პროდუქტის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება:
• BMS პროდუქტების პორტფელისთვის ხედვის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და მართვა ბიზნესის მიზნების (მათ შორის ფინანსური მიზნები), ბაზრის ტენდენციების და მომხმარებელთა საჭიროების შესაბამისად;
• ბაზრის კვლევის ჩატარება, კონკურენტული გარემოს ანალიზი და მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, პროდუქტის შეთავაზებების განვითარებისთვის და პროდუქტის დიფერენციაციის პოტენციური სფეროების მოსაძებნად;
• მომხმარებელთა ქცევის, საჭიროებებისა და პრობლემური საკითხების ანალიზი, მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად;
• პროდუქტის განვითარების პროცესში პრიორიტეტების განსაზღვრა და ეფექტური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან;
• პროდუქტის მეტრიკების განსაზღვრა და მონიტორინგი, მათ შორის პროდუქტების პორტფელის ჭრილში; ყოველწლიური შემოსავლის გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
პროდუქტის განვითარება და მართვა:
• მოთხოვნების შეგროვება და ანალიზი პროდუქტის ახალი ფუნქციონალისა და სერვისების შესაქმნელად;
• მომხმარებელთა გამოხმაურების, ბაზრის კვლევისა და ბიზნეს ამოცანების საფუძველზე მოთხოვნების სიის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
• პროდუქტის განვითარების გეგმის განსაზღვრა და განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება- საწყისი კონცეფციიდან საბოლოო გამოშვებამდე;
• Agile გარემოში მუშაობა და პროდუქტის backlog-ის მართვა;
• პროდუქტის წარმადობის მონიტორინგი და ანალიზი, საჭირო გაუმჯობესებების დაგეგმვა და განხორციელება.
.
BMS ინფრასტრუქტურის მართვა და მხარდაჭერა:
• ფიზიკური სერვერების და მათი კლასტერების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• BMS პლატფორმის მონიტორინგის შედეგების მიმოხილვა და პრობლემების დროული აღმოფხვრის პროცესში მონაწილეობა;
• ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოების პროცესებში მონაწილეობა.
პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია:
• BMS პროდუქტებთან დაკავშირებული ოპერაციული პროცესების შემუშავება, დანერგვა და ოპტიმიზაცია;
• პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების მოძიება.
დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა:
• ტექნიკური და საოპერაციო დოკუმენტაციის მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
• მომხმარებლებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის შემუშავებაში დახმარების გაწევა.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა:
• აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდთან (ინჟინერია, ოპერაციები, გაყიდვები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);
• დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა და პროდუქტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მუდმივი ზრუნვა პროდუქტების განვითარებაზე:
• სპეციალური მოდელების შემუშავება პროდუქტის გავრცელების სფეროების/არეალების იდენტიფიცირებისთვის, შემდგომში გუნდების ფოკუსირების უზრუნველსაყოფად;
• ახალი ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის ტენდენციების შესწავლა BMS მიმართულებით;
• ინოვაციური იდეების გენერირება და მათი განხორციელების შესაძლებლობების შეფასება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
• რომელიმე წამყვანი ვენდორის ფიზიკური სერვერების და მათი კომპონენტების არქიტექტურისა და პარამეტრების სიღრმისეულად ცოდნა (HPE, Dell, SuperMicro);
• ფიზიკური სერვერების ვენდორებთან მუშაობის გამოცდილება, შეკვეთის მომზადება, განთავსება, კონტროლი, მარაგების მართვა.
სასურველი პროფესიული ცოდნა:
• საჯარო ღრუბლოვანი პლატფორმების (AWS, Azure, GCP) საბაზისო ცოდნა;
• მონაცემთა სანახების არქიტექტურის და ტექნოლოგიების ცოდნა.
განათლება
უმაღლესი ან შესაბამისი პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში.
ენები
• ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
სამუშაო გამოცდილება
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენციები
დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
• საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
• პროფესიული ტრენინგები და სერტიფიკაცია;
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• Fitpass.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 9 ივლისის ჩათვლით.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!